მოგესალმებით, თქვენ ხართ "კალდრა" პროექტის საიტზე. აქ შეგიძლიათ შექმნათ თქვენი ბლოგი ან თვალყური მიადევნოთ და გამოეხმაუროთ სხვა ბლოგებს. ბლოგი არის თქვენი ელექტრონული ჟურნალი, სადაც შეგიძლიათ ნებისმიერ დროს გამოაქვეყნოთ თქვენი ნაწარმოები, სტატიები ან ჩანაწერები, რაც თქვენს გულს გაუხარდება. სისტემა არის გამარტივებული და გამიზნულია მათთვის, ვინც იყენებს ეკრანის მკითხველებს, თუმცა ნებისმიერ მსურველისთვის კარი ღიაა.

კალდრას საიტი შემოწმებულია ქრომ ბრაუზერში. თუ თქვენ იყენებთ ენვიდიეი ეკრანის მკითხველს, მისი სტანდარტული ღილაკებით შეგიძლიათ საიტზე ნავიგაცია. მაგალითად, წინადადებებს შორის გადაადგილებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ზედა და ქვედა ისრები. სხვადასხვა ფოკუსირებად ელემენტს შორის სამოძრაოდ შეგიძლიათ გამოიყენოთ ტაბ ღილაკი. უკუმიმართულებისთვის კი შიფტ ტაბ ღილაკი. საიტის სექციებს შორის მოძრაობისთვის დი და შიფტ დი ღილაკები. ეიჩ ღილაკით შეიძლება სათაურებს შორის გადაადგილება. პი ღილაკით პარაგრაფებს შორის გადაადგილება. ეფ ღილაკით ფორმის ელემენტებს შორის გადაადგილება.

კალდრაზე რეგისტრაცია და თქვენი ბლოგის შექმნა ძალიან მარტივია. გთხოვთ, იპოვეთ ნავიგაციაში რეგისტრაციის ღილაკი და შემდეგ მიჰყევით ინსტრუქციებს. ძალიან მალე თქვენი ინტერნეტ ჟურნალი მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან გახდება ხელმისაწვდომი. თუ არ გსურთ თქვენი ბლოგის შექმნა, შეგიძლიათ უბრალოდ დარეგისტრირდეთ და საიტის სხვა წევრებთან შეტყობინებების გასაგზავნად ან მისაღებად გამოიყენოთ კალდრა.